საცალფეხო ხიდის მოწყობის სამუშაოების შესყიდვის მიზნით ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ გამოცხადებულ ტენდერში კომპანია შპს Construction Service-მა გაიმარჯვა. ხელშეკრულების თანახმად, კომპანიას ორი წლის განმავლობაში ხიდზე წარმოქმნილი ყველა სახის დაზიანების აღმოფხვრის ვალდებულება ეკისრება.
სოფელი დუისი და ქვემო ხალაწანი ამ დროისთვის ერთმანეთს მოკლე საფეხმავლო გზით, ხის საცალფეხო ხიდით უკავშირდება, რომელიც გაუმართავია და მდინარის ადიდების დროს წყალს მიაქვს.